შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს

28/08/2021

შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გაეცნო. სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ იმუნიზაცია 10-დან 18 საათამდე შაბათ-კვირის ჩათვლით „სინოვაკისა” და „პფაიზერის“ ვაქცინებითაა შესაძლებელი. “პფაიზერით” ვაქცინაცია ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდება, სხვა ვაქცინებით კი, ყოველ დღე. რაც შეეხება „სინოფარმს“, მეორე დოზაზე ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით უწყვეტად მიმდინარეობს ლანჩხუთის “მედალფას“ კლინიკასა და “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, ჩოხატაურის კლინიკებში -“მედალფა“ და „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ ასევე, ოზურგეთში- კლინიკა „მედალფაში.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0