ვერძი
არავის გაუმხილოთ პირადი განცდები, ახალი იდეები. განსაკუთრებით, მოშურნეებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კურო
საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას ითხოვს. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. გაანებივრეთ მოფერებით და გემრიელობებით.
ტყუპი
სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოწრეთ უქმეების იდეები.
კირჩხიბი
სადაც უნდა იყოთ, ყველგან ჰარმონიული გარემო შექმენით. თავადაც მოგეწონებათ კომფორტში ყოფნა. იუმორით შეხედეთ მოვლენებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ლომი
მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, როცა თემა ფინანასური საკითხების და უძრავი ქონების
საკითხებს მოგვარებას ეხება. დღეს ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.
ქალწული
ყური დაუგდეთ ბრძენი ადამიანების რჩევებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მოიძიეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები.
სასწორი
იყავით ობიექტური და მაქსიმალურად მოერიდეთ საკამათო თემებს. გახსოვდეთ, რომ მეგობრები ყოველთვის ვერ დაგეხმარებიან.
მორიელი
კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. დასვით კითხვები, რომლებიც გწუხებთ. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები.
მშვილდოსანი
იყავით მეტად დიპლომატიური. მშვიდად ესაუბრეთ გარშემო მყოფებს. საღამოს გვიანობამდე სამსხაურში ნუ გაჩერდებით. განსაკუთრებით, თუ შინ საყვარელი ადამიანი გელოდებათ.
თხის რქა
იყავით მეტად მობილიზებული, კონცენტრირებული კონკრეტულ საკითხზე. მშვიდად და უცხო ადამიანების ჩარევის გარეშე მოაგვარეთ საოჯახო საკითხები.
მერწყული
თუ საშუალება გაქვთ, რომ შინ დარჩეთ და დაისვნეოთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სასურველია, დრო მეგობრის ან საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ. სხვა დღისთვის გადადეთ შორ მანძილზე მგზავრობა.
თევზები
მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები და პოზიტივზე გაამახვილეთ ყურადღება. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეზობლებთან და ამით ნუ ჩაიშხამებთ დღეს.