2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

02/06/2018

ვერძი
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, მოინახულეთ თქვენთვის საინტერესო ადგილები.

კურო
მსუბუქი საქმეებში შეასრულეთ. ზედმეტი ვალდებულებებით თავს ნუ დაიტვირთავთ. ნუ გაცხარდებით, მშვიდად მოაგვარეთ უსიამოვნებები.

ტყუპი
კარგი დღეა ახლო მიმოსვლებისა და ფეხით სეირნობისთვის. შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს. კარგი დღეა მანქანის მართვის წესების შესასწავლად.

კირჩხიბი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. მხარდაჭერისთვის მეგობრებს მიმართეთ.

ლომი
თანამოაზრეებთან შეხვედრის, საინტერესო ადგილების მონახულების დღეა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გარემოცვაში.

ქალწული
ექსტრიმის, ახალი შეგრძენების გამოცდის სურვილი გაგიჩნდებათ. ეცადეთ, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მკაცრი არ იყოს.

სასწორი
გამგზავრებამდე მოაგვარეთ ტექნიკური დეტალები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას კრიტიკას. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ.

მორიელი
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. იყავით დაკვირვებული, რათა არაფერი გამოგრჩეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

თხის რქა
ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთების შეძენისას და მათთან მუშაობისას.

მერწყული
მეტად ენდეთ საკუთარ თავს. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. მოერიდეთ ექსტრიმს და ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს საჭესთან.

თევზები
ექსპერიმენტების გამო მოერიდეთ ფულის ფლანგვას და უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. შეიძინეთ საოჯახო ნივთებოი. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0