2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

Saturday February 2nd, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვერძი
გავლენიანი დამცველი გამოგიჩნდებათ. სხვა დღისთვის გადადეთ მხიარული წვეულება. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კურო
ეს დღე მშვიდ საქმეებს დაუთმეთ და ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. ერთგული მეგობრების გვერდით თავს მშვიდად იგრძნობთ.

ტყუპი
ნუ აჰყვებით ილუზიებს. კარგად ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას უსარგებლო ნივთებზე.

კირჩხიბი
დღეს დარწმუნდებით, რომ ახლობლებს უყვარხართ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც არ გაფასებენ და ყველაფრის მიმართ გულგრილები არიან.

ლომი
განწყობის ცვალებადობა გელით. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები. ეცადეთ გულშიც და სახლშიც წესრიგი გქონდეთ.

ქალწული
უსიამოვნებებს ნათესავების მხარდაჭერით მოაგვარებთ. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინიციატივის აღებას. დაიცავით რეჟიმი, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. გაუფრთხილდით ნივთებს.

მორიელი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. საყვარელი ადამიანი უსიტყვოდ გაგიგებთ.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. თუ კარგად მოიქცევით, შინ სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.

თხის რქა
სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ეცადეთ, არავინ დაგირღვიოთ მყუდროება. ახლობლები ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

მერწყული
სხვა დღისთვის გადაიტანეთ ახალი საქმეების დაწყება. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. საყიდლებისას უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს.

თევზები
დღის განმავლობაში რამდენჯერმე დარწმუნდებით, რომ სწორი გზა აირჩიეთ. არ ააჩქაროთ მოვლენები, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0