ვერძი
შეამცირეთ აქტიურობა, კონტაქტები. გაგიმძაფრდებათ ინტერესი პროგრამირებისა და კომპიუტერული თამაშებისადმი.
კურო
დაისვენეთ, გამოიძინეთ. მოგინდებათ პირადი ურთიერთიერობების გაუმჯობესება, კარიერული წინსვლა.
ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთნ. წარმატება გელით სწავლასა და ბიზნესში.
კირჩხიბი
რთული სიტუაციიდან დიპლომატიურად უნდა გამოხვიდეთ. გამოცდილი ადამიანების რჩევებს დაეყრდენით.
ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კონკურენტებთან. საერთო ინტერესების გამო ზოგიერთთან შეიძლება გაერთიანდეთ.
ქალწული
ზომიერება და თავშეკავება გმართებთ ყველგან და ყველაფერში. დაასვენეთ თვალები, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
სასწორი
ორიგინალური ინტერესი და ბავშვები გაგიუმჯობესებენ ურთიერთობას მეუღლესთან. გამონახეთ დრო ჰობისთვის.
მორიელი
ნუ გაქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები გარშემო მყოფებისადმი. იყავით მეტად დემოკრატიული და მოსიყვარულე შვილების მიმართ.
მშვილდოსანი
განახლდება მეგობრული კავშირები. ზოგიერთი კომპიუტერითა და ავტომობილებით დაინტერესდება. აღმაფრენას რომანტიკასა და ჰობიში ჰპოვებთ.
თხის რქა
გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. ყურადღება გმართებთ მომსახურების, სამედიცინო და ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებს.
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა. ზოგიერთს კონკურენტებთან გაჯიბრება, კარიერული წინსვლა მოუნდება.
თევზები
მეტი ყურადღება გმართებთ თქვენ გარშემო არსებული სამყაროსადმი. გადაათვალიერეთ პრესა, ინტერნეტქსელი შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წააწყდეთ.