საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში, 2019 წლის 19 და 20 ოქტომბერს, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება, რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება „დევდორაკის“ საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
19 და 20 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
18/10/2019