19 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში (ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეული) ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართება.
დილის 9 საათზე გაიმართება როინ ჩხარტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი.
ასევე გამართება დოღი, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ამავე დღეს გაიხსნება აფხაზეთში დაღუპული ამავე ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრი ბიჭების, ნიკა იმნაძის, დათო რამიშვილის, პაატა პაპიძისა და ვაჟა თოდუას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.
19 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში სახალხო დღესასწაული გაიმართება

18/08/2016