ვერძი
მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის გამო შეუძლებელს შეძლებთ. სანამ თავად არ მოაგვარებთ სიტუაციას, ჩიხიდან ვერ გამოხვალთ. ეცადეთ, დაკვირვებული იყოთ.
კურო
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით და ისეთ საქმეებსაც მოაგვარებთ, რომლებიც თქვენთვის იდეალური არაა. ნუ ეტყვით საკუთარ თავს სიამოვნებაზე.
ტყუპი
რაც უფრო ადრე დაასრულებთ საქმეებს, მით მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის. ვინ თქვა, რომ საღამო მარტომ და მომწყენილმა უნდა გაატაროთ?..
კირჩხიბი
თუ რამე არ იცით, სანერვიულო არაა, ყველაფერს თავის დროზე ისწავლით. საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებზე ესაუბრეთ. საღამო ერთად და რომანტიკულად გაატარეთ.
ლომი
პროფესიონალური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ, თუ ჩაბარებულ საქმეს აგვარებთ. ნუ დაგეზარებათ და დეტალებსაც ჩაუღრმავდით.
ქალწული
თუ რეგულარულად ალაგებთ საკუთარ ბინას, ნივთებს აზრებს რატომ არ მოიწესრიგებთ? დაუკავშირდით იმას, ვისაც ენდობით და საკუთარ პრობლემებზე მოუყევით, ურთიერთობა სირთულეების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.
სასწორი
დღეს ყველას დამხმარე გახდებით. შეიძლება ადამიანი გადაარჩინთ კიდეც. რითაც გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.
მორიელი
თუ ადამიანის მიმართ სიყვარულს განიცდით, ნუ დაუმალავთ მას. ნუ გგონიათ, რომ თქვენს თქვენს გრძნობებს ვინმე მასხრად აიგდებს. შეიძლება იმ ადამიანსაც აქვს თქვენ მიმართ სიმპათია.
მშვილდოსანი
გავლენიან ადამიანთან პაექრობა პირველობისთვის დამატებით სტრესია. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად მიიღებთ, ცოტა უნდა იბრძოლოთ. დაამარცხეთ შიშები და სამართლიანად იმოქმედეთ.
თხის რქა
დღეს მეტად მოგინდებათ საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი აზრების დაწყობა. საღამო განმარტოებით გაატარეთ და დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში.
მერწყული
საქმიან შეხვედრებს მომაბეზრებელ ადამიანებთანაც კი იდეალურად წარმართავთ. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. დღეს ზოგიერთს კარგ გაკვეთილს ჩაუტარებთ.
თევზები
დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც ზედმეტად კრიტიკული თქვენი ქმედებისა და სიტყვების მიმართ, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს. თუმცა, საჭირო რჩევები გაითვალისწინეთ.