19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19/02/2019

ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად შეარჩიეთ. ზოგიერთი მეწვილესთან დაშორებას გადაწყვეტს, მაგრამ ნუ აჩქარდებით. თანამოაზრესთან ერთად განიხილეთ მგზავრობა, სწავლის დაწყება.

კურო
თუ გსურთ, ყველაფერი იდეალურად წარიმართოს, დღეს ახლობელი ადამიანების მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოთ. მოლაპარაკებები დიპლომატიურად წარმართეთ.

ტყუპი
აქტიური მოქმედებების დღეა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებსა და სიმართლეში. საყვარელი ადამიანი შეიძლება კატეგორიული და მომთხოვნი იყოს.

კირჩხიბი
ზოგიერთი სიტუაცია განხილვას საჭიროებს. კარგი დღეა მშვიდი საუბრისთვის. გარშემო მყოფებს თანატოლებივით მოექეცით. რაც უფრო მეტად დიპლომატიური და მეგობრული იქნებით, მით გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

ლომი
შეხვედრების, განხილვების, მიმოსვლების დღეა. სწრაფად აითვისებთ საჭირო ინფორმაციას. შეიძლება ზოგიერთმა შუამავლის როლი შეასრულოს. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.

ქალწული
ტექნიკის, წიგნების, ელექტრონივთების შეძენის დღეა. მეტი დრო გაატარეთ მეგობრულ და ინტელექტუალურ სფეროში. პირად ცხოვრებაში მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გმართებთ.

სასწორი
საქმეების წარმატება თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს საოჯახო საქმეები, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მშობლებმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ შვილებთან, მშობლებთან.

მორიელი
შეიძლება განახლდეს საქმიანი მიმოწერა, დიალოგი. დაუკვირდით საკუთარ კომპლექსებს (ბავშვობისდროინდელს) და მათ აღმოფხვრას მეტი დრო მოანდომეთ. მოთმინებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ ნათესავმა ან საყვარელმა ადამიანმა.

მშვილდოსანი
საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დაგეგმეთ. საყიდლებისას არ აჩქარდეთ, შეიძლება უხარისხო ნივთი შეიძინოთ. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების შესრულებას. ძველი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

თხის რქა
შეინარჩუნეთ წონასწორობა გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას და საკუთარ თავში. შეიძლება არ განხორციელდეს თქვენი ყველა ჩანაფიქრი. მეტი დრო დაუთმეთ კომუნიკაციების გაუმჯობესებას, საჭირო ინფორმაციების მოძიებას.

მერწყული
კონტაქტების (მათ შორის, უცხოელებთანაც) განახლების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან, მშობლებთან. ეცადეთ, თქვენი ახალი იდეები მათთვის შოკის მომგვრელი არ იყოს.

თევზები
უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ, თუ გარშემო მყოფების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ. დაიცავით ბალანსი ურთიერთობაში. თუ იდეებს ვერავის უმხელთ და რჩევასაც ვერავის ეკითხებით, ინტერნეტჯგუფებს მიმართეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0