ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი 19 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავტომობილო და საუბნო გზების მიმართულებით დამონტაჟდება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, რომელსაც აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის – საჩხერის მუნიციპალიტეტში დღისა და ღამის გამოყენების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების საჭიროება გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ გამოიწვია. „ვფიქრობ, ჩვენს მუნიციპალიტეტში ამის შემდეგ მძღოლები უფრო ფრთხილად იმოძრავებენ, რის შედეგადაც მეტად დაცული იქნება როგორც – ყველაზე ძვირფასი, ადამიანთა სიცოცხლე, ასევე ჩვენი მოძრავი ქონებაც“ – განაცხადა მალხაზ ბაზაძემ.
ხელშეკრულება მხარეებს შორის საქართველოს კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10‘ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N1552-ე განკარგულებით) – გამარტივებული წესით შესყიდვის საფუძველზე გაფორმდა. მიღება-ჩაბარების პირობების თანახმად სამმხრივი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი მიმწოდებელს, შემსყიდველსა და შს სამინისტროს შორის გაფორმდება.
აღნიშნული ტექნიკის შესაძენად საჭირო 68 305 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო
19 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერა საჩხერის ცენტრალურ საავტომობილო და საუბნო გზების მიმართულებით დამონტაჟდება
03/08/2017