180 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

05/05/2016

180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, – მთავრობის მორიგი განკარგულების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, 11 645 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას. დღეს განვიხილავთ 180 დევნილი ოჯახისთვის მუდმივ საკუთრებაში ფართების გადაცემის საკითხს თბილისში, მცხეთასა და გორში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობაა გაწეული დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ და უკვე 11 645 ოჯახი არის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებელი ფართით. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0