18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

18/01/2019

ვერძი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. პაემანი შეიძლება ისეთი რომანტიკული არ გამოვიდეს, როგორსაც ელოდებოდით. ვარჯიშის დროსაც კი დაიცავით უსაფრთხოება.

კურო
თუ პარტნიორი ჭირვეულობს და ყველაფრით უკმაყოფილოა, მეტად მოეფერეთ. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. დღეს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით.

ტყუპი
ნუ ელოდებით, რომ ვინმე რამეს გაგიკეთებთ, საქმეები თავისით მოგვარდება. შეიძლება დაგჭირდეთ ლოდინი, საქმეები გაჭიანურდეს. შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა.

კირჩხიბი
დღეს ნუ დაგეგმავთ რთულ საქმეებს. მოაგვარეთ გართულებული ურთიერთობა პარტნიორთან. კარგი დღეა პირველი პაემნისთვის. მოიმატებს ხარჯი ბავშვების გამო.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ შინ. იყავით ღიმილიანი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. საღამოს გაანებივრეთ ისინი გემრიელობებით.

ქალწული
საკუთარ თავს ცუდი განწყობისთვის ნუ გაიმეტებთ. იყავით პოზიტიური. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით.

სასწორი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან და ახლობლებთან. კარგი დღეა ვარჯიშისთვის, ფორმაში ჩასადგომად. განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. ფულს აზარტულ თამაშებზე
ნუ დახარჯავთ.

მორიელი
ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა და თავად ყველაფერში საუკეთესო ხართ. ენერგიის დასახარჯად გამოიყენეთ სპორტი.

მშვილდოსანი
დილიდან ოპტიმისტურ განწყობაზე იქნებით. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და ეცადეთ, წარსულში ჩადენილი საქციელი დღეს ცუდად არ შემოგიბრუნდეთ.

თხის რქა
დღეს განგება ხშირად მოგიწყობთ გამოცდას. დრამატული სიტუაციებით აღსავსე იქნება პირადი ცხოვრება. იყავით ძლიერი და მობილიზებული საკუთარ გამარჯვებაზე.

მერწყული
ნუ წუწუნებთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თქვენ გეჩვენებათ. გააუმჯობესეთ პარტნირული ურთიერთობები. მეტად თბილი და მოსიყვარულე უნდა იყოთ ოჯახის წევრების მიმართ.

თევზები
მეტად რბილი და დამთმობი უნდა იყოთ და ზოგჯერ დაარღვიოთ თქვენი მკაცრი წესები. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0