რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი გორს გადაეცა.ამ ეტაპისთვის გორს გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 10 ახალი ავტობუსი, 2021 წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 20 ერთეული (მათ შორის, 12 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი). მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ გორს გადასცა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი. 175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს 2021 წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი გორს გადაეცა

12/12/2020