17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17/08/2019

ვერძი
დღეს ნაკლები უნდა ილაპარაკოთ და ბევრი მოისმინეთ. მცირე კამათს დიდ უსიამოვნებაში ნუ გადაზრდით. მოინახულეთ მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავათ.

კურო
ის, რაც თქვენს გულში ხდება, არავის გასარჩევი არ უნდა გახადოთ. თუმცა, თუ სხვები საიდუმლოებებს გაგიმხელენ, ყურადღებით მოუსმინეთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

ტყუპი
დღეს ან დისკუსიაში უნდა ჩაერთოთ, ან მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს. თუ თავს ვერ შეიკავებთ, იყავით დიპლომატიური და ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ.

კირჩხიბი
მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. გამონახეთ საქმიანობა, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს სასიამოვნო ადამიანები გარემოცვაში გაატარეთ. მოინახულეთ მშობლები.

ლომი
წარმატებული დღე გელით. ყველა საქმეში ხელი მოგემართებთ. უფრო მეტიც, მკვდარი წერტილიდან დაიძვრება ის პროექტები, რომლებიც მივიწყებული გქონდათ. საღამოს საჩუქრებსა და სიურპრიზებს ელოდეთ.

ქალწული
საქმეებს მარტივად გაართმევთ თავს, კარგ შედეგებს მიიღებთ და თავადაც კმაყოფილი დარჩებით. ბინაში, სამსახურში მეტი კომფორტი შეიქმენით.

სასწორი
სანამ თავად არ გაერკვევით თუ რა გსურთ ადამიანისგან და რას უნდა ელოდეთ მისგან, ნუ დაიმეგობრებთ მას. დღეს შეიძლება იმის თქმამ და გაკეთებამ მოგიწიოთ, რაც სხვებს ასიამოვნებს.

მორიელი
ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ და ნურც ახლობლებს მოსთხოვთ, რომ იდეალურები იყვნენ. დააკვირდით თქვენ გარშემო მომხდარ მოვლენებს.

მშვილდოსანი
შანსი მოგეცემათ იმ საქმიანობით დაკავდეთ, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, ყველაფერი კარგად აითვისოთ. სასიამოვნო ცვლილებები გელით ცხოვრებაში.

თხის რქა
ყველაფრის გამოსწორება და ყველაფრისთვის თავის ადგილის მიჩენა გსურთ. დაფქირდით, გიღირთ კი ასეთი მსხვერპლის გაღება უმჯობესი არაა, დრო და ენერგია სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ.

მერწყული
საინტერესო საქმიანობა, ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება გელით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც თქვენზე ზრუნავს.

თევზები
იყავით რეალისტი, ილუზიებში ნუ გადავარდებით და ეცადეთ, სხვაც არ მოატყუოთ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. დაფიქრდით, იმ მოვლენებზე, რაც თქვენ გარშემო ხდება და ობიეტურად შეაფასეთ ისინი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0