161 800 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება

02/08/2022

ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში ასფალტის დაგებისა და კორპუსების ეზოების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. როგორც მაცაცო ნარიმანიძემ საუბრისას აღნიშნა, 161 800 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შედეგადაც აქ მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილება უკეთეს პირობებში შეეძლება. რაც შეეხება დევნილთა დასახლებამდე მისასვლელ გზას, მისი მოასფალტება 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0