ვერძი
საკუთარი მოსაზრებები დელიკატურად გამოთქვით ხოლმე. აი, საყვარელი ადამიანისთვის კი კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ. ხშირად გაიღიმეთ და ახლობლებიც ამხიარულეთ.
კურო
ახალ საქმიანობაში ჩართვის დღეა. არ იზარმაცოთ, იშრომეთ და ყველაფერი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. განმარტოებისა და საკუთარ თავში გასარკვევად საღამო შეარჩიეთ.
ტყუპი
სასიამოვნო სიახლეები გელით. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეტრიალდება. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი გამოიყენეთ სოციალური ქსელები.
კირჩხიბი
გადადგით მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი, საკუთარი მიზნების მისაღწევად. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის, განწყობის გასაუმჯობესებლად.
ლომი
ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. წინასწარ შეადგინეთ მოქმედების გეგმა და გაითვალისიწენთ ყველა დეტალი. მცირე ფიზიკური აქტიურობაც კი მეტად ენერგიულს გაგხდით.
ქალწული
არავის დაანახვოთ თქვენი ემოციები, განსაკუთრებით, როცა ვიღაც დახმარებას, რჩევას გთხოვთ. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, როცა გარშემო მყოფებს აკრიტიკებთ.
სასწორი ღიმილი, კომპლიმენტი ან ცხოველის მოფერება ის წვრილმანია, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს შეგიძლიათ რაიმე (ფუფუნების ნივთიც კი) შეიძინოთ საკუთარი თავისთვის.
მორიელი
აჩქარებით საქმეები არ გააფუჭოთ. იმოქმედეთ ნელა და დაკვირვებულად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად თბილი მათ მიმართ.
მშვილდოსანი
თქვენ გარშემო ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. განწყობის მიხედვით იმოქმედეთ. თუ საყვარელ ადამიანთან განმარტოება გსურთ, მნიშვნელოვან ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით.
თხის რქა
საქმეები არასდროს დასრულდება. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისთვისაც. ეცადეთ, გარშემო მეტი კომფორტი შეიქმნათ. მიირთვით გემრიელობები, ჩაიცვით მოსახერხებელი და არა მკაცრი სამოსი.
მერწყული
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ დაწყებული საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
თევზები
სიამოვნების, მხიარულების დღე გელით, მთავარია, თავად შეიქმნათ ბედნიერი განწყობა. დაივიწყეთ ყოველდღიური პრობლემები, ყველას დღესვე ვერ მოაგვარებთ და დაკბით ცხოვრებით