ვერძი
დილიდან განწყობას გაგიუმჯობესებთ ზომიერი ვარჯიში, გემრიელი საუზმე. საყიდლების, ქალაქგარეთ გამგზავრების სურვილი გაგიჩნდებათ.
კურო
დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანს ყავასთან ერთად რამე გემრიელი მოუმზადეთ. შუადღის შემდეგ ახალი იდეები განიხილეთ.
ტყუპი
დილით არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. კარგია რომანტიკული თავგადასავალი. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის ან საქმიანი პარტნიორის თანდასწრებით არ აღმოჩნდეთ სულელურ მდგომარეობაში.
კირჩხიბი
დილიდანვე პოზიტიურ და მშვიდ განწყობაზე იქნებით. თუ ადრე ადგებით, უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. შეიძლება სხვათა დახმარების გამო საკუთარი საქმეები გვერდზე გადადოთ.
ლომი
შუადღეს ახალი იდეები ან საქმიანი შემოთავაზებები მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად განიხილეთ. გაფრთხილდით
ახალგაცნობილებთან. მეგობრულობა შეიძლება მათი ნიღაბი იყოს.
ქალწული
პოზიტიური დღე გელით. პირად ცხოვრებაშიც ჰარმონია სუფევს. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება საქმეები. ფინანსური სტაბილურობა გელით. არ დაიწყოთ ახალი საქმეები.
სასწორი
დილა საოჯახო საქმეების შესრულებას, პრაქტიკულ ვალდებულებეს დაუთმეთ. კარგი დღეა კრედიტის გასაფორმებლად. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
მორიელი
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. მოიმზადეთ გემრიელი საუზმე და მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. კარგი დღეა საჩუქრების შესარჩევადა.
მშვილდოსანი
ვინც ადრე დღება, ის ყველა საქმეს ასწრებს. დღეს აზარტული და კომუნიკაბელური ხართ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან.
თხის რქა
დილა დასვენებას, თავის მოვლას დაუთმეთ. ოჯახის წევრებთან ერთად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ შვებულება, არდადეგები.
მერწყული
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი სპორტული, ინტელექტუალური შესაძლებლობები. მოერიდეთ ინტრიგებს, შეიძლება დაკარგოთ ფული, მეგობრების პატივისცემა.
თევზები
მშვიდად მოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. მეტად დაისვენეთ, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ, ამოქმედდით.