ვერძი
საუკეთესო იქნება თუ დაეთანხმებით მათ ვინც საკუთარ სიმართლეს დაჟინებით ამტკიცებს. დღეს უმჯობესი იქნება თქვენთვის დამთმობი იყოთ, მოთოკეთ სიჯიუტე.
კურო
თქვენს ზურგს უკან გაკეთებული კომენტარები, არც თუ უსაფუძვლოდ, თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს.
ტყუპი
მარტო ძნელია ყველაფერთან გამკლავება, ამიტომ შეეცადეთ მხარდაჭერა ახლობლებს სთხოვოთ. მითუმეტეს, რომ იდეები, რომლებიც თქვენ გეწვევათ დღეს განხორციელების შემთხვევაში გარშემომყოფებსაც დადებით ემოციებს მოუტანს.
კირჩხიბი
დღეს თქვენგან მაგალითს აიღებენ. თქვენი დაუზოგავი შრომა სამსახურში შესაბამისად დაფასდება, შესაძლებელია დაგაწინაურონ.
ლომი
ახლობლებს სითბო და მხიარულება აჩუქეთ, გააკეთეთ დღეს ის რაც სხვებს ესიმოვნებათ, დახარჯეთ ფული საჩუქრებში. გარწმუნებთ, რომ ამას დაგიფასებენ.
ქალწული
დღეს უმჯობესია უფროსებს დაუგდოთ ყური, გაითვალისწინეთ რჩევა, რომელსაც მოგცემენ.
სასწორი
მოსალოდნელია დღეს ცხოვრებაში რადიკალურად შეცვალოთ რამე. თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეთ პრინციპული გადაწყვეტილებები. ამ ყოველივეს რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გააკეთებთ, ეს მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.
მორიელი
წინ ცვლილების პერიოდია. ეცადეთ, სიახლე შეიტანოთ სახლის ინტერიერში, საკუთარ იმიჯში. მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტებს. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრეთ.
მშვილდოსანი
წინა დღეებში გართულებულ ურთიერთობებს სასურველი ფორმით წარმართავთ. დღეს თქვენი მიზანი იქნება, გამოასწოროთ შეცდომები.
თხის რქა
დღეს თქვენ შეიძლება გარშემომყოფთა ყურადრების ცენტრში აღმოჩნდეთ. სახლიდან გასვლისას გადაამოწმეთ თქვენი გარეგნობა, რომ ყურადღების ცენტრში თქვენ აღმოჩნდეთ და არა თქვენი ტანსაცმელი.
მერწყული
ცხოვრება გარკვეულ სიტუაციაში მოგახვედრებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეთ მიყევით დინჯათ და დაფიქრებით.
თევზები
დღეს მომატებული ენერგია და ტონუსი მოგცემთ შესაძლებლობას განახორციელოთ დაგეგმილი. თუმცა ზედმეტსაც ნუ მოინდომებთ, თორე საღამოსთვის გადაიღლებით.