ვერძი
გარშემო მყოფებზე განაწყენებული სანამ იქნებით, საქმეების შესრულებას ვერ შეძლებთ. თუ არ იცით როგორ მოიქცეთ, რჩევა პროფესიონალებს ჰკითხეთ. უთხარით “ნახვამდის” ყველას, ვინც წინსვლაში გიშლით ხელს.
კურო
ურთიერთობაში მცირე ეჭვიანობა ზოგჯერ სასარგებლოც კია. თუ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი ადამიანი, რომელიც სერიოზულად მოგწონთ, ცოტა მეტად უნდა გააქტიურდეთ.
ტყუპი
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და მოთმინებით აღიჭურვეთ. გაუფრთხილდით ახლობლებს. დღეს შეიძლება ყველაფერი ის არ გამოვიდეს, როგორც ეს თქვენ გსურთ.
კირჩხიბი
დღეს სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყება. არ იზარმაცოთ, თუ საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი. უბრალოდ, მეტად დაისვენეთ და ხშირად გადით სუფთა ჰაერზე.
ლომი
ნაყოფიერი დღე გელით. არ არსებობს საქმე, რომელსაც სირთულეების მიუხედავად, თავს ვერ გაართმევთ. საქმიანი შეხვედრები მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმართეთ.
ქალწული
საქმიან პარტნიორებთან და უფროსთან მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ეცადეთ, ზედმეტი ვალდებულებებით თავი არ დაიტვირთოთ.
სასწორი
ზოგიერთს ყველაფრის მიყრა და სამოგზაუროდ გამგზავრება მოუნდება. თუ მეგობრებსაც აიყოლიებთ, დროს მხიარულად გაატარებთ. თუ ვალდებულებებით დატვირთული ხართ, გასეირნება უქმეებისთვის გადადეთ.
მორიელი
მაქსიმალურად ზრდილობიანი და მოთმინებით აღჭურვილი უნდა იყოთ. შეიძლება ზოგიერთმა სპეციალურად გადაწყვიტოს თქვენს ნერვებზე თამაში. ნუ ჩაერთვებით ჩხუბში, კამათში.
მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე. საღამოს გაიხსენეთ ძველი, ტკბილი დრო. შეეხმიანეთ მონატრებულ ადამიანებს.
თხის რქა
დღეს მცირე უსიამოვნებები გექნებათ მოსაგვარებელი. დაიხმარეთ კოლეგები და ხშირად გაიღიმეთ. მოერიდეთ სხვის კამათში ჩარევას, სიმართლე რომც იცოდეთ.
მერწყული
ის, რაც ადრე უბრალო ფლირტი გეგონათ, ხვალ შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. თუ არ გსურთ ურთიერთობის გასერიოზულება, დროულად შეწყვიტეთ ფლირტი.
თევზები
თქვენი ცხოვრება, შეხედულებები და თავად თქვენც რადიკალურად შეიცვლება. რითაც გააოცებთ გარშემო მყოფებს. მთავარია, თავად იყოთ ბედნიერი და ხალხმა რაც უნდა ის იფიქროს.