14-15 იანვარს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

11/01/2016

გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას საქართველოში 11-17 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

„11-13 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს იქნება +6, +11, ხოლო 12 – 14 იანვარს +10, +15 გრადუსი.

14-15 იანვარს მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს +5 +10 გრადუსამდე.

16-17 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0