ვერძი
უამრავ ადამიანთან გელით შეხვედრა და ყველასთან ნუ ისაუბრებთ საკუთარ საქმეებზე, ზოგს კი უნდა მოერიდოთ. არავინ იცის, ვის რა განზრახვა უდევს გულში.
კურო
სასიამოვნო და სიანტერესო მგზავრობა გელით. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ და ეცადეთ, იმხიარულოთ.
ტყუპი
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ახლობლების რჩევები მშვიდად მოისმინეთ. აკონტროლეთ ემოციები, განსაკუთრებით უფროსებთან ურთიერთობისას.
კირჩხიბი
სასიამოვნო ცვლილებები გელით პროფესიონალურ და რომანტიკულ სფეროში. მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ ხვალინდელი დღე.
ლომი
ახლობლებთან კონტაქტი განწყობას გაგიუმჯობესებთ. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ან შეიძლება ძველი ვალი დაიბრუნოთ.
ქალწული
უამრავი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და ეცადეთ, საკუთარ თავს დაუთმოთ იგი. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
სასწორი
შეხვედრების და საუბრების დღეა. ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი საკითხები, ისე სოციალური თემები. რთულ ადამიანებთან ურთიერთობისას მაქსიმალური დიპლომატია გამოავლინეთ.
მორიელი
საინტერესო ადამიანების გაცნობის და ცვლილებების დღეა. შეიძლება ახალგაცნობილთან ან რომანი გააბათ, ან ახალი საქმე წამოიწყოთ. თამამად გადადგით პირველი ნაბიჯი.
მშვილდოსანი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კონკრეტული ადამიანი ან რაღაცას გიმალავთ, ან ბოლომდე გულწრფელი არაა. მოტყუებული და იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, აკონტროლეთ ადამიანები და მოვლენები.
თხის რქა
დღეს გარშემო მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. იყავით ღიმილიანი და დაუმეგობრდით საჭირო ადამიანებს.
მერწყული
დღეს უნდა დაისვენოთ. უმჯობესია, გამორთოთ ტელეფონი და დღე ქალაქგარეთ მშვიდ გარემოში გაატაროთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
თევზები
დღეს დაწყებული საქმე/ჰობი მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ფული მოზომილად ხარჯეთ.