ვერძი
ეცადეთ, არ გაამხილოთ ფირმის, ოჯახის საიდუმლოებები. თათბირზე პირისპირ საუბარი ამჯობინეთ. განსაკუთრებით, თუ თემა სასამართლოს ეხება.
კურო
ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ პარტნიორისთვის საკუთარი აზრის მოხვევას.
ტყუპი
გულით და სულით ჩაერთეთ საქმეებში. კარგი დღე ელით სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს. სხვა დღისთვის გადადეთ წვეულების მოწყობა, პაემანი.
კირჩხიბი
ექსპერიმენტები სხვა დღისთვის გადადეთ. ვალდებულებებს უკეთესად გაართმევთ თავს, თუ ახლობლების მხარდაჭერას იგრძნობთ. მეტად დაისვენეთ, განსაკუთრებით, თუ ფიზიკურად და მორალურად გადაღლილი ხართ.
ლომი
დღეს შეიძლება თავისუფლად ვერ იმოქმედოთ. გარემო პირობებს, წესებს უნდა დაემორჩილოთ. ძალიან რომ არ გადაიღალოთ, პასუხისმგებლობა სხვებსაც გადაუნაწილეთ.
ქალწული
სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას.
სასწორი
შეამცირეთ კონტაქტების რაოდენობა, მოერიდეთ საყიდლებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ზოგიერთი დიეტის დაწყებას გადაწყვეტს.
მორიელი
განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გამჯობესებას. მოიწყვეთ განტვირთვის დღე. საღამოს ვალდებულებებით არ დაიტვირთოთ თავი, დაისვენეთ.
მშვილდოსანი
კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. ფული ზომიერად და დაკვირვებით ხარჯეთ. შეიძლება ამოტივტივდეს წარსული შეცდომები.
თხის რქა
დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ, აჩქარებით უფრო მეტ შეცდომას დაუშვებთ. შეამცირეთ კონტაქტები ახალ თანამოაზრეებთან, მიუხედავად იმისა, რომ ახალ პარტნიორებს საჭიროებთ, მხოლოდ ერთგული ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
მერწყული
სკეპტიკურად ხართ განწყობილი და ყველაფერს კრიტიკულად უდგებით. არც ისეთი რთულია სიტუაცია, როგორც გგონიათ. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან, მეგობრებთან. მოთმინება გმართებთ ძლიერ კონკურენტთან ურთიერთობისას.
თევზები
დილით სიზარმაცე შემოგიტევთ. თუ მნიშვნელოვანი ვალდებულებები არ გაქვთ, დაისვენეთ. მეტი დაკვირვება გმართებთ, თუ არ გსურთ, ვიღაცამ მოგატყუოთ. შეინარჩუნეთ ის, რაც კანონით თქვენ გეკუთვნით. მოერიდეთ ინიციატიის გამოჩენას.