ვერძი
მუშაობისას ნუ აჩქარდებით; ურთიერთობაში მოერიდეთ დაძაბულობას. ყურადღება გმართებთ კომერციული საქმიანობისას და დოკუმენტების გაფორმებისას.
კურო
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისთვის. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.
ტყუპი
რთული სამუშაო გელით. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. საოჯახო საქმეების მოგვარებისას ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.
კირჩხიბი
შენაძენების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დღეა. ძველი პრობლემების მოგვარებას მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ.
ლომი
კარგი დღეა კარიერული საკითხების მოსაწყობად. ზოგიერთს დაწინაურება ელის. კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატიურობა გმართებთ.
ქალწული
შეხვედრებისა და მიმოწერის დღეა. განაახლეთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. დახმარებისთვის კოლეგებს, ნათესავებს მიმართეთ.
სასწორი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ უსიამოვნებას სასიყვარულო პარტნიორთან.
მორიელი
მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, აკონტროლეთ სიტუაცია, მაგრამ არ ჩაერიოთ კამათში. მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას და არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.
მშვილდოსანი
სიფრთხილე გმართებთ კომერციულ და სარისკო ქმედებებში. გავლენიანი ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ.
თხის რქა
ურთიერთობების, კონტაქტების დღეა. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ყველაზე ჩახლართული სიტუაციიდანაც კი შეძლებთ თავის დაღწევას.
მერწყული
კარგი დღეა ძველი და მივიწყებული კავშირების აღსადგენად; ვალების გადასახდელად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ, საჩუქრებს მიიღებთ.
თევზები
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. მშვიდად მოაგვარეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, ნათესავებთან.