14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაღის პროექტის „ წავუკითხოთ ზღაპარი ბავშვებს“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ამავე ბაღის აღსაზრდელებს დედაენის დღე მიულოცა, დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ქართული ხალხური ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“ წაუკითხა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა კი გამგებელს ზღაპრის მიუზიკლი წარმოუდგინეს.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება
14/04/2016