14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14/03/2020

ვერძი
ეს დღე ისეთი მშვენიერი იქნება, რომ ხშირად და კარგად გაიხსენებთ . გაატარეთ დღევანდელი საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად.

კურო
გამორთეთ რადიო, გათიშეთ ტელევიზორი, ნუ დახარჯავთ დროს უსარგებლო გადაცემების ყურებაში. დღეს შეეცადეთ შეზღუდოთ ინფორმაციის მიღების ჩვეული წყარო, საუკეთესო დღეა ბუნებაში გასატარებლად.

ტყუპი
დღეს გექნებათ მიზეზი საღამოს გაერთოთ ყველაზე ახლო მეგობრების წრეში. დაურეკეთ იმათ ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებს. თუ კარგად გათვლით შემადგენლობას საღამო დასამახსოვრებელი იქნება და სასიამოვნო ატმოსფეროში მოგიწევთ დროის გატარება.

კირჩხიბი
დღეს კარგი დღეა საკუთარი გარეგნობის მისახედად. კარგი იქნება ვარცხნილობის შეცვლა, მაღაზიებში გავლა და გარდერობის განსაახლებლად საუკეთესო დღეა.

ლომი
გულწრფელი საუბარი მეგობართან ბევრ უპასუხო შეკითხვას წარმოშობს. აღმოაჩენთ, რომ ადამიანი რომელთანაც მთელი ცხოვრებაა მეგობრობთ თქვენთვის აბსოლიტურად უცხოა, თუმცა ის სიახლე რასაც მასში აღმოაჩენთ, კიდევ უფრო უკეთესი მხრიდან წარმოაჩენს.

ქალწული
დღეს თავგადასავლებისკენ გაგიწევთ გული, თუმცა სიფრთხილე გმართებთ. საღამოს უმჯობესია გაანალიზოთ მომხდარი მოვლენები და მიღებული შედეგები გაითვალისწონოთ სამომავლოდ.

სასწორი
მოიკრიბეთ ძალები და წარმატებაც თქვენი მეგზური იქნება. წინ გელით საინტერესო თავგადასავლები, წარმატება სიყვარულში და საუკეთესო ემოციები. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური ოპერაციების დროს. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

მორიელი
საკმაოდ პრობლემური დღე გელით. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ ეცადეთ კარგად გაეცნოთ სიტუაციას. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა თავი აარიდოთ ოჯახში პრობლემებს.

მშვილდოსანი
დღეს, ცხოვრება გარკვეულ სიტუაციაში მოგახვედრებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეთ, მიყევით დინჯათ და დაფიქრებით.

თხის რქა
განსაკუთრებული წარმატება ტექნიკურ სფეროში მომუშავეებს ელით. ეს პერიოდი იდეალურია ფინანსური ოპერაციებისათვის. უქმე დღეები საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

მერწყული
დღეს მძიმე და დაძაბული მუშაობა მოგიწევთ, საღამოს დასვენებას თუ გადაწყვეტთ უმჯობესია მობილური გათიშოთ.

თევზები
დღეს კარგია სამოგზაუროდ წასვლა მეგობრებთან ერთად. რათა სრულიად აღიდგინოთ ენერგია შემდეგი წარმატებების მისაღწევად. ერთი დღის დასვენება თქვენთვის მთელი წლის ენერგიას შეგძენთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0