14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14/01/2024

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. თარიღი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთა-მთიანეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებშიც აღინიშნა.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ტერიტორიას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ზრუნავენ ხალხზე, სამშობლოსა და მის მომავალზე. სწორედ საქართველოს სახელმწიფო დროშაა ჩვენი ეროვნული ერთიანობის, ღირსების, ისტორიული გზის, მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო. ის ხალხს, ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას აერთიანებს და ამიტომაც, მისი პატივისცემა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა“საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. ეროვნული დროშის დღე სახალხოდ 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრისა და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0