13 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

13/09/2019

ვერძი
ცლილებების დღე გელით, მაგრამ სიახლეების გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. იყავით მზად, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ.

კურო
დღეს არავინ მოგცემთ მოწყენისა და განმარტოების უფლებას. პოპულარული ხართ და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
ის ადამიანები, რომლებიც ზედმეტად გარიგებენ ჭკუას და გირჩევ, როგორ მოიქცეთ, დიპლომატიურად მოიცილეთ თავიდან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი ინტერესების დაცვას.

კირჩხიბი
საინტერესო ადამიანების გაცნობა და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებებსა და სოციალურ ღონისძიებებს.

ლომი
პროფესიონალებთან, მაგრამ ცოტა უცნაურ ადამიანებთან მოგიწევთ თანამშრომლობა. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ.

ქალწული
ეცადეთ, არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ. მეტად იყავით ორიენტირებული საკუთარ წარმატებასა და კეთილდღეობაზე.

სასწორი
გვერდზე გადადეთ მოსაწყენი ვალდებულებები და საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
გამოასწორეთ შეცდომები საქმეებში, ურთიერთობებში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. სამსახურის საქმეები დროულად დაასრულეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად რომ გაატაროთ.

მშვილდოსანი
დღეს მოგვარდება რთული საქმეები (გაირკვევა რთული საკითხები), რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო გაჯანჯლდა და ღამე მშვიდად შეძლებთ დაძინებას.

თხის რქა
მუშაობის პარალელურად საკუთარ თავს ზოგჯერ დასვენების და სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება უნდა მისცეთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გვერდით გაატარეთ, ვინც პოზიტივით დაგმუხტავთ.

მერწყული
ოჯახის წევრები და კოლეგები შეიძლება უხეშადაც კი ჩაერიონ თქვენს პირად საქმეებში. იყავით მზად პოლმეიკისთვის. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები.

თევზები
შეიძლება ახალგაცნობილთან ისეთი ინტერესები გამოგიჩნდეთ, რომ დამეგობრდეთ და გაერთიანებულებმა განახორციელოთ ახალი იდეები. ამასთანვე, ეცადეთ, რომ მთლად ბრმად არ ენდოთ ადამიანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0