ვერძი
მეგობრებთან შეხვედრის, პიკნიკისა და გადაადგილების დღეა. ყურადღებას ნუ გაამახვილებთ კრიტიკაზე. მოერიდეთ მტკივნეულ საკითხებზე საუბარს.
კურო
დიპლომატიურად მოაგვარეთ ყველა საკითხი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან და ნუ ეცდებით მათთან ურთიერთობის გარკვევას.
ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნებას მეგობრებთან. შეიძლება გადაიდოს შეხვედრა. მგზავრობისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. ნუ იქნებით ჭირვეული და ნუ გამოეკიდებით სიტყვებს.
კირჩხიბი
ნუ ხართ ზედმეტად მგრძნობიარე წვრილმანებისადმი. ეჭვებისა და ვარაუდების გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს.
ლომი
ნუ გაართულებთ ურთიერთობის გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან. ნუ დაუსვამთ მოსაუბრეს მისთვის მტკივნეულ შეკითხვებს.
ქალწული
დასვენების დღის მიუხედავად შრომა მაინც მოგიწევთ. შეიძლება ახლობლების დახმარება და მათთვის კომფორტის შექმნა დაგჭირდეთ.
სასწორი
გეგმებისა და იდეების განხორციელებაში შეიძლება ხელი შეგიშალოთ ან მატერიალურმა შეზღუდვამ ამ ცუდად ორგანიზებულმა საქმემ. რომანტიკულ კავშირს ინტიმურში ნუ გადაიყვანთ.
მორიელი
თქვენს დღევანდელ განწყობას სადღესასწაულოს ვერ ვუწოდებთ. წვრილმანებზე ღიზიანდებით, ახლობლების მიმართ კრიტიკული ხართ. თქვენი იუმორი კი ცინიზმსა და ჯუჯღუნში გადადის.
მშვილდოსანი
კარგი და ცუდი მოვლენები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ ზღაპარივით ყველაფერი კარგად დასრულდება. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას, ურთიერთობისას მოთმინებით აღიჭურვეთ.
თხის რქა
არც ისე ცუდადაა საქმე, რომ ნებისმიერმა წვრილმანმა გაგიფუჭოთ განწყობა. ნუ დაუგდებთ ყურს გარშემო მყოფების “რჩევებს”. მოერიდეთ საყიდლებს.
მერწყული
მოერიდეთ გულახდილობას თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებზე, სექსუალურ მისწრაფებებზე. სხვა დღისთვის გადადეთ შორ მანძილზე მგზავრობა, ინტენსიური მუშაობა. დახმარება სთხოვეთ მხოლოდ ერთგულ მეგობარს.
თევზები
მოერიდეთ თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ დაუმეგობრდებით უცხოელებს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. შეიძლება ჩაიშალოს მოლაპარაკება, მგზავრობა.