გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში, 1 750 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი მოიცავს 24 კმ-მდე ცენტრალური და შიდა ქსელის მოწყობას, ასევე, 4 ლოკაციაზე მოეწყობა კოშკურა და წყალშემკრები აუზი, ჯამში, 400 ტონა რეზერვუარით. განთავსდება საქლორატორო შენობები, გაიწმინდება და მოეწყობა ახალი ჭაბურღილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნენ. რწმუნებულის თქმით, სოფლში მცხოვრები 500 კომლი მალე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს, გარდა ამისა, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება სოფლის საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი და სხვა ადმინისტრაციული შენობები.
მომავალი წლიდან სოფელი ქიწნისი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
31/05/2021