12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროფესიული განათლებისთვის

27/09/2016

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გამართა. საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს.

გამარჯვებული პროექტების მეშვეობით, შეიქმნება და განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროგრამები, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ შემდეგ დარგებში: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა. ათიდან, ოთხი პროექტი განხორციელდება საქართველოს რეგიონებში, ხოლო დანარჩენი – თბილისში. ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 19.6 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარი წარმოადგენს საგრანტო თანხას, ხოლო დანარჩენი – კერძო სექტორის თანადაფინანსებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0