12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12/05/2018

ვერძი
ცნობისმოყვარეობისა და აქტიურობის გამო მარტო ყოფნა არ გემუქრებათ. კარგი დღეა სემინარებისა და ექსკურსიებისთვის.

კურო
კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისა და მგზავრობისთვის. ზოგიერთი ცდუნებას ვერ გაუძლებს და სასურველ ნივთებს შეიძენს.

ტყუპი
დღეს გარშემო მყოფების დამხმარე და მფარველი იქნებით. მეტად იკონტაქტეთ საინტერესო და ჭკვიან ადამიანებთან.

კირჩხიბი
ფიქრის, ინტელექტუალური საქმიანობის დღეა. ავანტიურის გამო არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მუდმივ სასიყვარულო პარტნიორთან.

ლომი
მეგობრული შეხვედრებისა და გართობის დღეა. აგრეთვე, სწავლისა და თვალსაწიერის გაფართოების. ზოგიერთს საინტერესო მიმოწერა ელის.

ქალწული
თქვენი წარმატება სწორად არჩეულ მიზანსა და გავლენიანი მფარველების დახმარებაზეა დამოკიდებული. ცოტა მეტს თუ გაირჯებით, უკეთეს შედეგს მიაღწევთ.

სასწორი
უცხოეთში გამგზავრებისა და უცხოელებთან კონტაქტის დღეა. თავი შეახსენეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებს. ზოგიერთი საჩუქარს მიიღებს.

მორიელი
იყავით მიზანმიმართული და სასურველს მიაღწევთ. მცირე რისკი გამართლებულია. იკონტაქტეთ საინტერესო და გავლენიან ადამიანებთან. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯიც.

მშვილდოსანი
დღეს ადვილად მოიპოვებთ გარშემო მყოფების სიმპათიას. კარგი დღეა სიტყვით გამოსვლისთვის, აგრეთვე, ნიშნობისა და ქორწინებისთვის.

თხის რქა
თუ ხალხის მასა გაღიზიანებთ, შინ დარჩით და მეტად დაისვენეთ. კარგი დღეა განათლების მისაღებად, საინტერესო წიგნების წასაკითხად.

მერწყული
დღეს ყველგან წარმატება და საჩუქრები გელით. მარტოხელებს კი – რომანტიკული ნაცნობობა.

თევზები
დღეს იამაყებთ საკუთარი თავით, წარმომავლობით. მეტი პატივისცემა გმართებთ ავტორიტეტების (მშობელი, გურუ) მიმართ. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობასა და სენტიმენტალურობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0