ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაწულუკუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

16/10/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაწულუკუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საბავშვო ბაღი 1 ჯგუფიანია და 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ნაწულუკუში საბავშვო ბაღი 30 წელზე მეტია არ ფუნქციონირებს, ახალი ბაღის გახსნით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა.
საბავშვო ბაღის გახსნას გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია, ა(ა)იპ ,,სააღმზრდელო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი“-ს დირექტორი ციცანა თოლორაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სკოლამდელი აღზრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ახალკახათში ევროპული სტანდარტების ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდა, რომლის ღირებულებამ 630 000 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების თანხა თითოეულ აღსაზრდელზე 26-დან 35 ლარამდე გაიზარდა, რითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბავშვების კვების რაციონი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ჩხორიას, რიყეს,ინგირის, დარჩელისა და ჭკადუაშის საბავშვო ბაღებს. ყველა ბაღი აღიჭურვა სამზარეულოს ინვენტარით და ახალი სათამაშოებით. დაგეგმილია კიროვის, ცვანესა და ხეცერას საბავშვო ბაღების გახსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0