ვერძი
რთული საკითხების მოგვარება და ზოგჯერ გარისკვაც მოგიწევთ. იყავით დაკვირვებული და გამოცდილი კოლეგების იმედი გქონდეთ. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი.
კურო
დაეხმარეთ გარშემო მყოფებს სირთულეების დაძლევაში. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. თქვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული კარიერული წინსვლა, რეპუტაცია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
კირჩხიბი
იყავით დაკვირვებული და მიზანმიმართული. გახსოვდეთ, რომ საკუთარ საქციელზე მხოლოდ თქვენ უნდა აგოთ პასუხი. მეტი ყურადღება გმართებთ შვილებისადმი.
ლომი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან.
ქალწული
მეტად გულისხმიერი და ნაკლებად სარკასტული უნდა იყოთ. კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან მიმდინარე საკითხების გასარკვევად.
სასწორი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით სიამოვნების მომნიჭებელ წვრილმანებზე. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას.
მორიელი
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იყავით დაკვირვებული და ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ითათბირეთ მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან.
მშვილდოსანი
ყურადღება მიაქციეთ დაწყებულ პროექტებს. გვერდით მხოლოდ გამოცდილი ადამიანები უნდა გყავდეთ. აკონტროლეთ ინსტინქტები და ემოციები.
თხის რქა
კარგად გათვალეთ ყოველი ნაბიჯი. ყური დაუგდეთ რჩევებს, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გამონახეთ დრო შინაური ცხოველებისთვის, საოჯახო საქმეებისთვის.
მერწყული
დღეს ცხოვრებისეული გამოცდა გექნებათ ჩასაბარებელი სამსახურში, ახლობლებთან მიმართებაში. სიფრთხილე გმართებთ ემოციებთან და სიტყვებთან.
თევზები
იყავით მეტად დიპლომატიური, გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. დღეს გადაწყვეტილებები ცივი გონებით უნდა მიიღოთ.