ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან ერთად ქალაქში მიმდინარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო პროცესი დაათვალიერა. იგი ადგილზე გაეცნო მშენებლობის მიმდინარეობას და მისი დასრულების ვადების შესრულების მდგომარეობას. მოგეხსენებათ, რომ ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოებს შპა „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ახორციელებს. მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან 339 ათასი ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 17 ათას ლარს შეადგენს.
112 ცენტრის მშენებლობა ქალაქის მერმა მოინახულა
08/02/2018