ზუგდიდის რეწვის ცენტრი “ სტუდია მოზაიკა“ ოფიციალურად გაიხსნა

15/11/2023

ლტოლვილთა დანიის საბჭომ (DRC) ზუგდიდის რეწვის ცენტრი “ სტუდია მოზაიკა“ ოფიციალურად გახსნა. რეწვის ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, მოადგილე დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდია მერმა მამუკა წოწერიამ, KfW-თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდისმ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმ ვინსენტ დონტოტმა გახსნეს. ზუგდიდის რეწვის ცენტრი პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში აშენდა. ცენტრის მიზანია, რეწვის მიმართულებით ხელი შეუწყოს უნარების განვითარებას, შემოიტანოს ექსპერტიზა რეგიონში სექტორების მიხედვით და ხელი შეუწყოს რეგიონის ბიზნესების პოპულარიზაციას. რეწვის ცენტრი აშენდა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით , გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში. ლტოლვილთა დანიის საბჭომ პროექტში მონაწილეობა მიიღო როგორც პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0