სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 11-12 ივნისს, მედიის წარმომადგენლებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მედიატური გაიმართება.სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მედიის წარმომადგენლებს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებს, შპს ,,მექანიზატორის” სერვისცენტრს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭის რეგიონულ ლაბორატორიას და მეფუტკრეობის სასაოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დაათვალიერებინებს. მედიატურის ფარგლებში ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ვრცელ პრეზენტაციას გამართავს.
მედიატური სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის პროექტის” ფარგლებში იმართება.
მედიატურში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, მედიასაშუალების დასახელება) უნდა გადააგზვნონ ელ.ფოსტის მისამართზე: infomoa@moa.gov.ge
ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ, მონაცემები გადმოაგზავნოთ 8 ივნისამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ტელ: (032) 237 80 09
11-12 ივნისს, მედიის წარმომადგენლებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მედიატური გაიმართება
07/06/2016