11 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

11/09/2019

ვერძი
ყურადღებით იყავით, სულ უფრო მეტად უახლოვდებით გამარჯვებას და მცირე დაბრკოლებამ არ შეგაფერხოთ. დღეს მიხვდებით, რომ საკუთარ ცხოვრებას სრულიად აკონტროლებთ.

კურო
ჩამოწერეთ თქვენი გეგმები და დაიწყეთ მათი განხორციელება. მარტოხლები პარტნიორის ძიებას დაიწყებენ. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტენ.

ტყუპი
ახალგაცნობლთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობთ. შეიძლება ის თქვენი თანამოაზრე გახდეს. დააფასეთ ის პოზიტიური ცვლილებები, რაც თქვენ გარშემო ხდება.

კირჩხიბი
დღეს თქვენი აქტიურობით ყურადღების ცენტრში მოექცევით. საღამოს დასასვენებლად ისეთი ადგილი გამონახეთ, სადაც ვერავინ მოგაგნებთ.

ლომი
ძალების აღდგენისა და დასვენების დღეა და ეცადეთ, დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ახალგაცნობილი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდება.

ქალწული
საკუთარ თავს მტერივით ნუ ექცევით. ხანდახან დასვენებაც კარგია. ლიმონივით გამოწურული ცხოვრებას გემოს ვერ ჩაატანთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ გაჭირვეულდეთ.

სასწორი
გარშემო მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ის საქმე, რასაც აკეთებთ, სწორია. დაკვირვებულად იყავით, რომ შეცდომები არ დაუშვათ. ის საიდუმლო, რაც მოსვენებას არ გაძლევდათ, დღეს გამოაშკარავდება.

მორიელი
დღეს მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ფული მთავარი არაა და ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია. თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. იხუმრეთ და იხალისეთ.

მშვილდოსანი
დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. კოლეგებთან ერთად იმუშავეთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. რთული საკითხებიც კი იუმორით განმუხტეთ.

თხის რქა
სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ და შემართებას მოგიმატებთ. მეგობრები და კოლეგები ახალ წამოწყებაში დაგეხმარებიან.

მერწყული
მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათი დახმარების იმედი გქონდეთ.

თევზები
უამრავი განსხვავებული ვალდებულების შესრულება მოგიწევთ. არ იწუწუნოთ, დაკვირვებულად და სხვების დაუხმარებლად იმოქმედეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0