11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11/08/2019

ვერძი
რომანტიკული ნაცნობობა გელით და თუ ადამიანი მოგეწონათ, ეცადეთ, არ დაკარგოთ იგი. თქვენ აუცილებლად გექნებათ საერთო მომავალი.

კურო
ენერგიული ხართ და ვალდებულებებს მეტი პასუხისმგებლობით მოაგვარებთ. კარგი დღეა ახალი თანამოაზრეების მოსაზიდად. ზოგიერთი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.

ტყუპი
მოსაწყენი ვალდებულებებიც კი მხიარულად უნდა შეასრულოთ. იყავით მეტად აქტიური და ღიმილიანი. განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას.

კირჩხიბი
დაფიქრდით, ბოლოს როდის შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს და იმხიარულეთ? საღამოს ახლობლები შეკრიბეთ, გემრიელობებით გაუმასპინძლდით და გასართობი თემებიც მოიფიქრეთ.

ლომი
მოერიდეთ გაურკვევლობას ურთიერთობაში და ქაოსს საქმეებში, პირად ნივთებში. შეიძლება ახალი შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდეთ. გარშემო მყოფებთან იყავით კეთილგანწყობილი.

ქალწული
მოგზაურობის, ქალაქგარეთ გამგზავრების და დროის მხიარულად გატარების დღეა. იყავით პოზიტიური და მოეშვით საქმეებზე ფიქრს.

სასწორი
დღეს შეიძლება ახლობელმა ისეთი რაღაც გითხრათ, რასაც თავად ვერ ამჩნევდით ან რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება.

მორიელი
მნიშვნელოვანი ინფორმაციების დღეა. ზოგი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ და ზოგიც ხელს შეგიშლით. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნების განხორციელებაში. მეტად დაუგდეთ ყური მეგობრებისა და კოლეგების კომენტარებს.

თხის რქა
თავისუფლების, მხიარულების დღე დაგიდგათ. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. დატკბით უსაქმურობით.

მერწყული
შეეხმიანეთ მეგობრებს, ყური დაუგდეთ უფროსი ნათესავების რჩევებს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გარემოცვაში.

თევზები
ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ან ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, მალე ყველაფერი გაირკვევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0