100 წლის სენაკელ ქალბატონს მერმა იუბილე მიულოცა

15/01/2019

ქალაქ სენაკში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს ზინა ცაავას დღეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან, მერიის ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან ნატალია ხუბუასთან და ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
ლევან კუპრეიშვილი იუბილარს ტკბილეულითა და ყვავილების თაიგულით ხელდამშვნებული ესტუმრა. ზინა ცაავა პროფესიით ეკონომისტია. ის ნახევარ საუკუნეზე მეტი სენაკის ავტოსატრანსპორტო საწარმოო გაერთიანებაში მუშაობდა.
სახელმწიფო ჯილდოებითა და სიგელებით მრავალგზის დაჯილდოებულ ღვაწლმოსილ ქალბატონს ორი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ყავს.
დღეიდან ზინა ცაავა მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ღონისძიებების პროგრამის “100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება“ ფარგლებში, კვარტალურად 300 ლარს მიიღებს.
დღეის მდგომარეობით, სენაკის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 3 მოქალაქე ცხოვრობს. თითოეული მათგანი კვარტალურად ღებულობს პროგრამით გათვალისწინებულ თანხას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0