სოფელ საბათლოში, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

15/03/2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა საზღვირსპირა სოფელ საბათლოში წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. საჯარო სკოლის შენობაში, პირველ სართულზე მოეწყო საბავშვო ბაღისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. საბათლოს ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულის თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილმა მოინახულეს. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 200 000 ლარი შაედგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0