“10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ” ახალი პროექტი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით “მეიდანი ჯგუფი” და ონლაინ მაღაზია allwine.ge განახორციელებს. პროექტში 40-მდე ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას. საუკეთესო 10 ღვინის დასახელება ბრმა დეგუტაციითა და ონლაინ ხმის მიცემით შეირჩევა. საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება. ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს, ქართული ღვინის ფესტივალზე მოხდა. ღვინის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი თბილისში, შარდენის ქუჩაზე წელს პირველად ჩატარდა და ის ყოველწლიურად გაიმართება
“10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ” ახალი პროექტი იწყება
16/10/2017