თბილისის მერია გაცნობებთ, რომ იოანე პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება.
პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით.
ავტობუსები და მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით – პეტრიწის ქუჩის მეშვეობით წამოვლენ.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფარნავაზ მეფის გამზირზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდება.
პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ნომერი ოთხმოცდაოთხი ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩისკენ, იბერის ქუჩის გავლით იმოძრავებს.
10 აპრილიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება
08/04/2018