10 ყველაზე ძვირადღირებული ყვავილი

Tuesday March 8th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყვავილების თაიგული ერთ-ერთ ძვირად ღირებულ საჩუქარს წარმოადგენს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თაიგული იშვიათი და განსაკუთრებული ყვავილებისგან შედგება. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილების რეიტინგს:

1. ლიზიანტუსი – ეს ყვავილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია (ერთი კონა 10-35 დოლარი). ყვავილი ხარობს როგორც სახლში, ასევე ეზოშიც, იგი 60 სანტიმეტრამდე იზრდება. დაკრეფის შემდეგ რამდენიმე კვირა არ ჭკნება.
2. მინდვრის შროშანი (ერთი კონა 15-50 დოლარი) – იგი გამოირჩევა სურნელით და ყვავის გვიან გაზაფხულზე. შროშანის ყვავილობა მხოლოდ რამდენიმე კვირას გრძელდება.
3. ჰორტენზია (ერთი კონა 6.5 დოლარი) – ეს ყვავილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და დაკრეფის შემდეგ დიდხანს ცოცხლობს. ეს ექსტრავაგანტული ყვავილი ზაფხულში ყვავის. ჰორტენზია შეიძლება იყოს ლურჯი, ვარდისფერი, მეწამული და იისფერი.
4. გლორიოსა (ერთი ცალი 6-10 დოლარი) – ეს ყვავილი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკაში ხარობს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან იშვიათი და უნიკალურია.
5. ტიტა (ერთი კონა 9 დოლარზე მეტი ღირს) – იგი ფერებითა და ფორმით გამოირჩევა. შემოდგომაზე ირგვება და გაზაფხულზე ყვავის. მე-17 საუკუნეში იგი 5 700 დოლარად იყიდებოდა,
6.ზაფრანა (დაახლოებით ნახევარი კილო 1 500 დოლარი ღირს) – იგი ერთ-ერთ უნიკალურ ყვავილს წარმოადგენს. მას ხმელთაშუაზღვის რეგიონსა და აზიაში არაერთი კერძის სანელებლადაც იყენებენ.
7. ორქიდეა Gold of Kinabalu Orchid (ერთი ცალი 5000 დოლარი ღირს) – იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილია, რაც კი ოდესმე გაყიდულა. იგი მხოლოდ მალაიზიის ეროვნულ პარკშია. ეს ყვავილი ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა. მისი ზრდის პროცესი დიდხანს გრძელდება. იგი აპრილიდან მაისში იზრდება და შესაძლოა, რამდენიმე წელიწადის შემდეგ აყვავდეს.
8. ორქიდეა Shenzhen Nongke Orchid (200 000 დოლარი) – ეს კიდევ ერთი სახეობის ორქიდეაა, რომელიც ადამიანმა შექმნა ცდის საფუძველზე. მკვლევარები რვა წელი მუშაობდნენ ამ სახეობის ორქიდეის გამოყვანაზე. მის გაზრდას და აყვავებას 4-5 წელი სჭირდება და სილამაზესთან ერთად გამოირჩევა დელიკატური გემოთიც. ალბათ, ვერავის წარმოუდგენია, რომ ეს ყვავილი 200 000 დოლარი შეიძლება ღირდეს.
9. „ჯულიეტას ვარდი“ (15,8 მილიონი) – ამ ყვავილის დებიუტი 2006 წელს ჩელსის ყვავილების გამოფენაზე შედგა. მისმა სილამაზემ და ელეგანტურობამ მოგვიანებით მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამ სახეობის ვარდი 15 წლის განმავლობაში იქმნებოდა.
10. Kadupul Flower – ეს ყვავილი შეუფასებელია. ეს კაქტუსის ერთ-ერთი სახეობაა. იგი ძირითადად ყვავის შრი-ლანკაში ტროპიკული ტყეებში და გამოიყენება ბაღების მორთვისთვის. ამ ყვავილის ყიდვა არავის შეუძლია დედამიწაზე, ვინაიდან იგი შეუფასებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0