10 მარტიდან იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში “მშობელთა სკოლა” იხსნება

05/03/2016

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 10 მარტს მშობელთა სკოლა გაიხსნება. საავადმყოფოს წამყვანი პედიატრები ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს მშობლებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე უფასო ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ.

როგორც prof-news აცნობეს, სოციალური პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ. სალექციო თემები წინასწარ არის განსაზღვრული და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო გაკვეთილი.

უფასო ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია ტელეფონის ან ელექტრონული ანკეტის მეშვეობით განხორციელდეს რეგისტრაცია, თითოეულ ლექციაზე დამსწრე მშობელთა რაოდენობა 50 ადამიანამდეა შეზღუდული. სალექციო თემების და ექიმი-ლექტორების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია იაშვილის “ფეისბუქ” გვერდზეhttps://www.facebook.com

Tweet about this on TwitterShare on Facebook0