შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას აკაკი მაჭუტაძე შეუდგა

02/04/2018

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას აკაკი მაჭუტაძე შეუდგა. დღესვე ახალი გუბერნატორი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0