საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
02/11/2022