2016 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კომპანია ,,ჯიელ ჰოლდინგის” ორგანიზებითა და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ,,ახალგაზრდულ ბანაკში” დაგეგმილია ღონისძიება ,,ბოლო ზარის ვარსკვლავთცვენა“, რომლის მიზანია რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სკოლების დამამთავრებელი კლასების და სასწავლო პროცესის საზეიმო დახურვა ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები:
ქეთი ორჯონიკიძე
ნინი ბადურაშვილი
ანრი ჯოხაძე
მარკუს მეტრეველი
ჯგუფი ,,რაეო”
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია
1 ივნისს ქართული ესტრადის მომღერლები შაორზე კონცერტს გამართავენ
30/05/2016