1 ივლისს საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა

Thursday June 30th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2016 წლის 1 ივლისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ეყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0