​ ირაკლი კობახიძე კალანდობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო

14/01/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გურიის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და კალანდობა მიულოცა. ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად, გურიაში იმყოფებოდა, სადაც კალანდობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო. «პირველ რიგში, ვულოცავ ამ ლამაზ დღეს, გურიას, გურულებს და გურიასთან ერთად, სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს. პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ ლამაზ ღონისძიებაში და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მივულოცო შობა, ახალი წელი და ვუსურვო ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო»,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ტრადიციული საკალანდო თეატრალიზებული რიტუალი სოფელ ცხემლისხიდში, ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები: «შემოქმედი»,»იადონი», «ელესა»,»ურეკი» და «ზენაარი» მონაწილეობდნენ. სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, კალანდობა, იგივე კალანდრა ახალ წელიწადს ნიშნავს და მას განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში-გურიაში აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე, ოჯახის უფროსი ჯერ მარანს და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ შედიოდა სახლში და ოჯახს ღვინით დალოცავდა. კალანდის ღამეს გურიაში მეალილოვეებიც დადიოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0