​თენგიზ ფხალაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს ეიტვიდას ბაიარუნასს შეხვდა

12/10/2017

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის ფარგლებში, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს ეიტვიდას ბაიარუნასს შეხვდა.
ჰიბრიდული და ინფორმაციული საფრთხეები, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ თანამშრომლობის გაღრმავება, როგორც ორმხრივ, ასევე ევროკავშირისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კონტექსტში – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა შეხვედრისას განიხილა.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ჰიბრიდული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში საერთო ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაა და ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია. ამ კუთხით კი, საქართველოს სამწუხარო გამოცდილების შესწავლა მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის, რადგან საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, 25 წლის განმავლობაში, ჰიბრიდული ომის პირობებში ცხოვრობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0